ლიპი: “ჯერ არ მინახავს მცველი, რომელიც დე ლიხტის ასაკში მის მსგავსად თამაშობდა”
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ მატეის დე ლიხტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის “იუვენტუსისათვის” იდეალური შენაძენი იქნება.
“დარწმუნებული ვარ, დე ლიხტი “იუვენტუსისათვის” საუკეთესო შენაძენი იქნება. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ჭკვიანი მოთამაშეა. ასევე, დე ლიხტს კარგი ტექნიკური მონაცემები აქვს და ბევრი გოლი გააქვს.
შედარებას არ ვაკეთებ, მაგრამ ბევრი დიდებული მცველი მინახავს – ალესანდრო ნესტა, ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, ჩირო ფერარა, ფაბიო კანავარო და მარკო მატერაცი. დე ლიხტის ასაკში, არ მინახავს ვინმე, ვინც მის მსგავსად თამაშობდა. ვფიქრობ, მისი შეძენის შემდეგ, “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეეძლება”, – უთხრა ლიპიმ Tuttosport-ს.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 19 წლის ცენტრალური მცველი უახლოეს ხანებში “იუვენტუსის” რიგებში ითამაშებს.