ლიპი “მილანთან” კონტაქტს უარყოფს

თარიღი: ოქტომბერი 12, 2015

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, “როსონერის” წარმომადგენლებთან მას შეხება არ ჰქონია.

მოგეხსენებათ, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა, “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარჩელო ლიპის სინიშა მიჰაილოვიჩი ჩაენაცვლებინა, რომელსაც ბოლო პერიოდში არსებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო აკრიტიკებენ.

პრესაზე დაყრდნობით, აგრეთვე, მოსალოდნელი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონი მილანელთა სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებდა.

თუმცა, როგორც ლიპიმ იტალიურ რადიოსთან საუბარში განაცხადა, მას “მილანის” ან რომელიმე სხვა კლუბის წარმომადგენელთან კავშირი არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები