ლიტვა ფინალშია, ჩეხეთი ოლიმპიადის შესარჩევში
სერბეთი – ლიტვა 64:67
(17:22, 17:13, 9:13, 21:19)
ევროპის ჩემპიონატის მეორე ნაევარფინალურ მატჩში ლიტვის ნაკრებმა სენსაციურად მოუგო სერბებს და ფინალში გავიდა.
უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდმა საშინლად ისროლა სამქულიანები. სერბებმა მხოლოდ 21% გამოიყენეს, ლიტველებმა უფრო ნაკლები (14%). გადამწყვეტი აღმოჩნდა ბალტიისპირელთა კარგი თამაში სამწამიან ზონაში. ლიტველებმა 40 ბურთი მოხსნენს, ხოლო სერბებმა მხოლოდ 29–ჯერ მოიხელტეს ფარიდან ასხლეტილი ბურთი. პლუს იონას კაზლაუსკასის შეგირდებმა, 6უ ქულიდან, 40 სწორედ სამწამიან ზონაში მოიპოვეს.
მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი სერბ მილოშ თეოდოსიჩს (16 ქულა) ჰქონდა, მაგრამ გასამარჯვებლად იუნას ვალანჩუნასის 15 ქულა უფრო საკმარისი გამოდგა.
ამრიგად, 20 სექტემბერს ლიტვისა და ესპანეთის ნაკრებები ოქროს მედალს გაითამაშებენ, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს სერბეთისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან.
ლატვია – ჩეხეთი 70:97
(23:28, 13:29, 9:23, 25:17)
ჩეხეთის ნაკრებმა გაანადგურა ლატვია, ევროპის ჩემპიონატზე მე–7 ადგილი დაიკავა და ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის უფლება მიიღო.
ჩეხები სამი მეოთხედის განმავლობაში დომინირებდნენ და ეს საკმარისი აღმოჩნდა, ბოლო ათწუთეული სრულად „ეჩუქებიათ“ ბალტიისპირელებისთვის.
ჩეხთაგან საუკეთესო ცხადია მათი ცენტრი იან ვესელი იყო, რომელმაც გუნდს 24 ქულა შესძინა.