“ლივერპულისთვის” ევროსეზონი დასრულებულია (ვიდეო)
უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის გამართული განმეორებითი შეხვედრა 72-ე წუთზე თოლგაი არსლანის მიერ გატანილი გოლის წყალობით თურქებმა ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს, რითაც ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. დამატებულმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა მხოლოდ მერსისაიდული გუნდის მცველმა დეიან ლოვრენმა გააფუჭა და “ბეშიქთაშმა” ასე მოიპოვა მერვედფინალის საგზური, “ლივერპულისთვის” კი წლევანდელი ევროსეზონი დასრულებულია.