“ლივერპულისთვის” სატრანსფერო პერიოდი არ დასრულებულა
“ლივერპული” ამ დრომდე ფიქრობს გუნდის შეტევითი ხაზის გაძლიერებაზე. კერძოდ, ბრიტანული პრესის ცნობით, მერსისაიდულ გუნდს არჩევანი “მონაკოს” თავდამსხმელ რადამელ ფალკაოზე აქვს შეჩერებული.
ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად “წითლები” სამუელ ეტოოს განიხილავენ. კამერუნელი ფეხბურთელი მზად არის, “ენფილდზე” გადავიდეს, თუმცა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი არჩევანის გაკეთებას არ ჩქარობს. “ენფილდროუდელთა” კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტი “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ედინსონ კავანია.
მერსისაიდული გუნდის თავკაცი არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთი-ორი მოთამაშე დაიმატოს.
“გუნდი კიდევ უნდა განვავითაროთ. გასულ პრემიერლიგის მოგებისთვის ვიბრძოდით, თუმცა მხოლოდ 12-13 ფეხბურთელი გვყავდა, ამიტომ ამ ზაფხულს უნდა გავძლიერდეთ.
შესაძლოა, ერთი-ორი ფეხბურთელი კიდევ დავიმატოთ. იანვარში არავინ შეგვიძენია, ამიტომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.