“ლივერპული” – “არსენალი”: ათგოლიანი სიგიჟე და პენალტების სერია (ვიდეო)
ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში “ლივერპულისა” და “არსენალის” გზები გადაიკვეთა. როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისურმა გრანდებმა გულშემატკივარს საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი შესთავაზეს.
ყველაფერი მეექვსე წუთზე მუსტაფის ავტოგოლით დაიწო, რასაც ტორეირასა (19′) და მარტინელის (26′, 36′) გოლები მოჰყვა. ტაიმის მიწურულს ჯეიმს მილნერმა სხვაობა შეამცირა და პირველი 45 წუთის ბოლოს “არსენალი” 2-3 იგებდა.
მეორე ტაიმში “მეთოფეთა” უპირატესობა იოზილის საგოლე გადაცემის ხარჯზე მაიტლანდ-ნაილსმა გაზარდა. საპასუხოდ ოქსლეიდ-ჩემბერლინმა (58′) და ორიჯიმ (62′) შეძლეს გატანა.70-ე წუთზე უილოკმა დააწინაურა უნაი ემერის გუნდი. შეხვედრის მეოთხე დამატებულ წუთზე კი დივოკ ორიჯიმ ბრწყინვალე დარტყმით პენალტების სერიაში გადაიყვანა თამაში 5-5.
რაც შეეხება პენალტების სერიალს, “მერსესაიდელებმა” ხუთივე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულეს, ლონდონელთა მხრიდან კი პენალტი დანი სებალოსმა გააფუჭა. ასე რომ, “ენფილდზე” გამართულ სპექტაკლში გამარჯვებული “ლივერპული” გამოდგა.