ლივერპული ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ლივერპულმა” “ბაზელს” უმასპინძლა. გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, თუმცა 25-ე წუთზე “ბაზელი” ფრეის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა და ტაიმიც მინიმალური ანგარიშით მოიგო.
შესვენების შემდეგ ბრენდან როჯერსმა საკუთარი გუნდის გამოცოცხლება ცვლილებებით სცადა და მოედანზე მორენოსთან ერთად 20 წლის ლაზარ მარკოვიჩი შეუშვა. თუმცა, სერბმა შემტევმა უხეშობისთვის წითელი ბარათი სულ რაღაც 16 წუთში მიიღო და “ლივერპულის” საქმე კიდევ უფრო გართულდა. მიუხედავად ამისა, მერსისაიდელები ბოლომდე იბრძოდნენ და 81-ე წუთზე ჯერარდის ულამაზესი ჯარიმით ანგარიშიც გაათანაბრეს. დარჩენილი 10 წუთი მასპინძლებმა მთელი გუნდით შეტევაში გაატარეს და რამდენიმე მომენტიც შემქნეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა. პლეი-ოფში თამაშის უფლება “ბაზელმა” მოიპოვა, ხოლო “ლივერპული” ბედს ევორპა ლიგაზე ცდის.
ლივერპული 1-1 ბაზელი
გოლები: ფრეი 25′ (0:1); ჯერარდი 81′ (1:1)