“ლივერპული” ევროპის ლიგის ფინალშია (ვიდეო)

თარიღი: მაისი 6, 2016

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და “ვილიარეალს” შორის გამართული საპასუხო მატჩი მერსისაიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ესპანელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული.

“წითლებმა” მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მთელი შეხვედრა მათი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, ესპანელები კი მეტად ინერტულად მოქმედებდნენ. “ენფილდროუდელები” მე-7 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ბრუნო სორიანომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლების მინიმალური უპირატესობით დასრულდა. 63-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა “წითლების” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. “ვილიარეალის” სიტუაცია 71-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც გუნდის ცენტრალურმა მცველმა ვიკტორ რუისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ზუსტად ათ წუთში ადამ ლალანამ მესამედ შეარხია “ვილიარეალის” კარის ბადე და ესპანელთა იმედებს საბოლოოდ გადაუსვა ხაზი — 3:0.

ამრიგად, “ლივერპული” ევროპის ლიგის ფინალში ითამაშებს, სადაც ინგლისელთა მეტოქე “სევილია” იქნება, რომელმაც, თავის მხრივ, დონეცკის “შახტარის” ბარიერი დაძლია. ფინალური შეხვედრა ბაზელში, 18 მაისს გაიმართება.

ევროპის ლიგა
ნახევარფინალი (საპასუხო მატჩი)
“ლივერპული” — “ვილიარეალი” 3:0 (1:0)

გოლები: ბრუნო სორიანო 7′ (ა.გ.), სტარიჯი 63′, ლალანა 81′.
გაფრთხილებები: კლაინი 35′ — ვიკტორ რუისი 30′, სოლდადო 40′, დენის სუარესი 90+4′.
გაძევება: ვიკტორ რუისი 71′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ნიუკასლი” ფანებს ჩაცმის სტილის გამო შენიშვნას აძლევს

“ნიუკასლ იუნაიტედი” რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა, რამაც კლუბის ფანებს შორის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი უკმაყოფილოა: “უკეთეს გუნდთან შანსი არ ექნებოდათ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, “ატალანტასთან” მოგებული მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტაიმს სულშერის შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბონუჩი: “ადრე რონალდუზე ვთამაშობდით, ახლა გუნდურ ფეხბურთზე ვაკეთებთ აქცენტს”

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში “ზენიტი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ფატის გაუხანგრძლივა, გამოსასყიდი 1 მილიარდი ევროა

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაციას...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩებით პუიოლს გაუთანაბრდა, რეკორდს ხავი ფლობს

კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ბლაუგრანამ” კიევის “დინამოR...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა

ცნობილი ხდება საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. Sports Illustrated-ის ინფორმაციით, ტურნირი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალბუენა: “უკვე ექვსი წელია ვიცდი, საქმეს ბოლომდე მივიყვან”

მატიე ვალბუენას შანტაჟის თემაზე ვერსალში სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც იცით, “ოლიმპიაკოსის” ამჟამინდელი ფეხბურთელი კარიმ ბენზემას [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტუხელი ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრესასთან საუბრისას ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესის არსებობა არ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლმა” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

“ნიუკასლ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას გუნდიდან მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ. სტივ ბრიუსმა “კაჭკაჭე...
წაკითხვა
ფეხბურთი

იოზილი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, მესუთ იოზილს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნების ძალიან კარგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ ჩამოართვა სიმეონემ კლოპს ხელი?

ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულმა” ისტორიაში პირველად შეძლო მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხება (2-3). მატჩის შემდეგ კამერებმა საინტერე...
წაკითხვა