“ლივერპული” ჯერარდის შემცვლელად ხედირას მოიაზრებს
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი სამი ხედირა შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ლივერპულში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა “ბილდი” ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს. მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობა ხედირას სწორედ ჯერარდის შემცვლელად მოიაზრებს. 27 წლის გერმანელ ნახევარმცველს “რეალთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, “ლივერპულმა” შესაძლოა, ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ დაიმატოს.
სამი ხედირამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა, დანარჩენი შეხვედრები კი ტრავმის გამო გამოტოვა.