„ლივერპული“ კოუტინიოსთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოსთან გრძელვადიანი კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ცნობილია, მერსესაიდელები ბრაზილიელთან არსებულ შეთანხმებას 2020 წლამდე გაახანგრძლივებენ.
„კოუტინიო ჩინებულად თამაშობს. თუ ფელიპე პროგრესს გააგრძელებს, მაშინ, თავის პოზიციაზე იგი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“, – შეაქო კოუტინიო „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.
ცნობისთვის, წინა კონტრაქტი მხარეებს 2018 წლამდე აკავშირებდათ.