“ლივერპული” კოვაჩიჩს შეუთანხმდა და “ბარნლის” მცველს აკვირდება
“ლივერპული” უკვე მეორე გარიგებას ოფიციალურად დაადასტურებს მომავალ კვირაში.
ბრიტანული ტაბლოიდი Daily Star იტყობინება, რომ მერსისაიდული გუნდმა მატეო კოვაჩიჩს შეუთანხმდა. ინგლისური გუნდი 21 წლის ნახევარმცველს დიდი ხანი აკვირდებოდა. ახლა მატეოს ბედი “ინტერზეა” დამოკიდებული, რომელიც 15 მილიონად არ ჩქარობს ახალგაზრდა შემტევის გაშვებას.
ამას გარდა, შეიძლება, “ენფილდზე” “ბარნლის” 24 წლის მცველი, კევინ ტრიპერი გამოჩნდეს. გუნდი გლენ ჯონსონმა დატოვა და კლუბი მარჯვენა მცველის ძიებაშია. “საუთჰემპტონიდან” კლაინის ტრანსფერი ჩაიშალა და “წითლები” ალტერნატიულ ვარიანტს მიუბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე, “ლივერპულმა” პირველ ტრანსფერად ჯეიმს მილნერი გამოაცხადა.