ლივერპული მანჩესტერში განადგურდა
ინგლისური პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” შედგა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს” “ლივერპული” ესტუმრა და საკუთარ კარში სამი უპასუხო გოლი გაუშვა.
ანგარიში მასპიძლემა მე-12 წუთზე ვალენსიას შესანიშნავი გარღვევის შემდეგ გახსნეს. გადამწყვეტი დარტყმა უეინ რუნიმ შეასრულდა და საკუთარი გუნდიც დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე მანჩესტერელთა უპირატესობა ორამდე ხუან მატამ გაზარდა. თუმცა, ესპანელი შემტევი ამ დროს თამაშგარე მდგომარეობაში იყო, რაც შეხვედრის არბიტრებს გამოეპარათ.
მეორე ნახევარში ბრენდან როჯერსმა თამაშში ბალოტელი ჩართო, რამაც “ლივერპულის” შეტევა გამოაცოცხლა. სტერლინგს და თავად მარიოს კარგი მომენტები ჰქონდათ, თუმცა დე ხეა დღეს შეუდარებელი იყო. 71-ე წუთზე კი “მნაჩესტერმა” მესამედაც გაიტანა. მატას პასის შემდეგ გოლი რობინ ვან პერსიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მანჩესტერ იუნაიტედი 3-0 ლივერპული
გოლები: რუნი 12′ ; მატა 40′ ; ვან პერსი 71′