“ლივერპული” მარუან ფელაინის ტრანსფერისთვის მიმდინარე ბრძოლაში ჩაერთო
“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველის, მარუან ფელაინის, ტრანსფერისთვის ბრძოლაში ახლა უკვე მერსესაიდული “ლივერპულიც” ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოსკენ ის, შესაძლოა, თავისუფალი აგენტი გახდეს.
როგორც იცით, 30 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორი წლის მანძილზე საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა, რაც, რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს უნდა დავაბრალოთ, რომელიც მის მიმართ ყოველთვის მიმნდობი იყო.
გეტყვით იმასაც, რომ მარუან ფელაინის სახელს ბოლო დროს ისეთ კლუბებთან აკავშირებენ, როგორებიც არიან: “პარი სენ-ჟერმენი”, “მონაკო”, “რომა”, “ფენერბახჩე”, “ბეშიქთაში”. მისი გადაბირების სურვილს გამოთქვამენ ჩინური კლუბებიც.