“ლივერპული” მეკარეს გუნდიდან უშვებს
ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპული” ბრედ ჯონსს შეელევა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბი 33 წლის ავსტრალიელ კიპერთან თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებული იყო, თუმცა ბოლო მატჩებში ჯონსი განაცხადშიც ვერ ხვდება და სიმონ მინიოლეს შემცვლელად მესამე მეკარე დენი უორდს აყენებენ.
ბრედ ჯონსი “ლივერპულს” 2010/11 წლების სეზონში შეუერთდა, თუმცა მალევე “დერბი ქაუნთში” გაასხვისეს. მერსისაიდულ გუნდში ავსტრალიელმა მეკარემ ინგლისის პრემიერლიგის ოთხ სეზონში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.