“ლივერპული” მილნერს შეუთანხმდა
“ლივერპული” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კლუბი ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს, ჯეიმს მილნერს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოს სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა საჭირო.
იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, 1 ივლიის მილნერს “სიტისთან” კონტრაქტი დაუსრულდება და ის “ლივერპულის” მოთამაშე ოფიციალურად გახდება.
მილნერი მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2010 წლიდან იცავს. “სიტის” შემადგენლობაში ჩატარებულ 147 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.