“ლივერპული” მნიშვნელოვან ტრანსფერს გეგმავს
უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა შესაძლოა “ლივერპულში” გადავიდეს. სატრანსფერო თანხა დაახლოებით 15 მილიონი გირვანქა იქნება.
“ევერტონთან” გამართული მატჩის შემდეგ (4:0) ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ლივერპული” საკმაოდ მნიშვნელოვან ტრანსფერს გეგმავს.
“ამ საკითხზე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორციელებას მოვახერხებთ” – განაცხადა როჯერსმა.