“ლივერპული” ორიგის იანვარში დაიბრუნებს
“ლივერპულს” ახალგაზრდა ბელგიელი თავდამსხმელი დივოკ ორიგი “ლილში” სეზონის ბოლომდე ჰყავს განათხოვრებული, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობამ იჯარის ვადამდე გაწყვეტა გადაწყვიტა, რისთვისაც ფრანგული კლუბისთვის ექვსი მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.
როგორც მოგეხსენებათ, დანიელ სტარიჯს სერიოზული ტრავმა აქვს, მარიო ბალოტელის კი ამ დრომდე ვერ უპოვია საკუთარი თამაში. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ბრენდან როჯერსმა “ლილში” გასხვისებული ორიგის ნაადრევად დაბრუნება გადაწყვიტა.
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტის და საფრანგეთის ჩემპიონატის ექსპერტ ენდი სკოტის თქმით, ორიგის ვადამდე ადრე დაბრუნების შემთხვევაში, “ლივერპულს” “ლილის” სასარგებლოდ ექვსი მილიონი ფუნტის გადახდა დაეკისრება.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” დივოკ ორიგი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სწორედ “ლილისგან” შეიძინა და იმავე “ლილში” სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.