“ლივერპული” პიანიჩით დაინტერესდა
Football Italia-ს ცნობით, “ლივერპული” “რომასთვის” მირალემ პიანიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართვას აპირებს.
25 წლის ბოსნიელ ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წელს ეწურება, თუმცა “მგელთა” რიგებში საკუთარი მომავალი უახლოეს კვირაში უნდა განიხილოს. “ლივერპულის” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პიანიჩს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოსნიელი ნახევარმცველით “მანჩესტერ იუნაიტედიც” არის დაინტერესებული.
მირალემ პიანიჩმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.