“ლივერპული” რაიოლას დონარუმას ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა

თარიღი: მაისი 28, 2018

“მილანის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა სულ მალე “ენფილდზე” ვიხილოთ. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, La Reppublica, ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ლივერპული” სერიოზულად არის დაინტერესებული ამ ტრანსფერით. მერსესაიდელები უკმაყოფიონი არიან ლორის კარიუსის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომებით და მზად არიან ყველაფერი გაიღონ უმაღლესი დონის მეკარის დასამატებლად.

ნიშანდობლივია ისიც, რომ “სკაუზერები” უკვე დაუკავშირდნენ მინო რაიოლას, დონარუმას აგენტს. მერსესაიდელები მზად არიან, 19 წლის მეკარის ტრანსფერში 40-45 მილიონი ევრო გადაიხადონ.

“როსონერში” კი აცნობიერებენ, რომ მინო რაიოლასთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, ეს უკანასკნელი ყველანაირად ეცდება, რომ ტრანსფერი შედგეს.

მსგავსი სიახლეები