ლივერპული საჩემპიონო შანსებს კარგავს
პრემირლიგის 37-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში “ლივერპული” ლონდონში “კრისტალ პელასს” ესტუმრა და უმნიშნველოვანესი ქულები დაკარგა.
სტუმრებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. როჯერსის შეგირდებმა 55-ე წუთისთვის მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და “ლივერპულის” წარმატებაში ეჭვი არავის არ ეპარებოდა.
თუმცა, “კრისტალ პელასის” ფეხბურთელები სხვა აზრზე იყვნენ. 79-დან 88-ე წუთამდე მასპინძლებმა სამი გოლის გატანა მაოხერხეს, ანგარიში გაათანაბრეს და “ლივერპულს” საჩემპიონო შანსები მინიმუმამდე დაუყვანეს.
ჯერარდს და კომპანიას ახლა მხოლოდ სასწაული თუ უშველით.
კრისტალ პელასი 3:3 ლივერპული
გოლები: ალენი 18′ (0:1); სტარიჯი 53′ (0:2); სუარესი 55′ (0:3); დელანი 79′ (1:3); გაილი 81′ (2:3); გაილი 88′ (3:3)
კრისტალ პელასი: სპერონი, მარიაპა, დელანი, დანი, ვარდი, იედინაკი, დიკგაჩოი (ინსი 85′), ლედლი, პანჩეონი (გეილი 65′), ბოლასიე, შამახი (მიურეი 71′)
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლენეგენი, ჯერარდი, ლუკას ლეივა, ალენი, სტერლინგი (კოუტინიო 78′), სუარესი, სტარიჯი (მოსესი 86′)