“ლივერპული” სახლში ზედიზედ ხუთჯერ ისტორიაში პირველად დამარცხდა
მერსესაიდული “ლივერპულის” კრიზისი გრძელდება. იურგენ კლოპის გუნდმა პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში “ენფილდზე” ლონდონის “ჩელსი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0:1).
ეს გერმანელი სპეციალისტის გუნდისთვის “ენფილდზე” განცდილი ზედიზედ მეხუთე მარცხი გახლდათ. აქამდე “სკაუზერები” “ბარნლისთან” (0:1), “ბრაიტონთან” (0:1), “მანჩესტერ სიტისთან”(1:4) და “ევერტონთან” (0:2) დამარცხდნენ.
“წითლებმა” ზედიზედ ხუთი საშინაო მარცხი ისტორიაში პირველად დათმეს. ამავდროულად “ლივერპული” ინგლისის პირველი მოქმედი ჩემპიონი გახლდათ, რომელმაც ასეთი ცუდი შედეგი დააფიქსირა.
კლოპის გუნდი “ენფილდზე” მომდევნო მატჩს 7 მარტს, “ფულჰემის” წინააღმდეგ გამართავს.
5 – Liverpool have lost five consecutive home games (league and all comps) for the first time in their history, while they're also the first reigning English top-flight champion to lose five home league games in a row. Nosedive. pic.twitter.com/Rg25S3pmC0
— OptaJoe (@OptaJoe) March 4, 2021