“ლივერპული” სალაჰის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს
თარიღი: იანვარი 15, 2022

“ლივერპულსა” და გუნდის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს შორის შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობას საფრთხე დაემუქრა.
ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იუწყება, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი კონტრაქტის გასახანგძლივებლად კვირაში ხელფასის სახით 600 ათას ევროს ითხოვს, რითაც ის ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. “ენფილდროუდელებს” ამ ეტაპზე სალაჰის ფინანსური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ აქვთ.
მოჰამედ სალაჰმა მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ფორმით 26 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს.
მსგავსი სიახლეები