“ლივერპული” სტერლინგს “მანჩესტერში” არ გაყიდის
პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ლივერპულის” ნახევარმცველით, რაჰიმ სტერლინგით “მანჩესტერი” დაინტერესდა, თუმცა მერსისაიდელები 20 წლის ფეხბურთელის მანჩესტერულ კლუბში გაყიდვას არ აპირებენ.
უკანასკნელად “ლივერპულიდან” “მანჩესტერში” ტრანსფერი 1938 წელს დაფიქსირდა, როდესაც “იუნაიტედში” ალენბი ჩილტონი გადავიდა.
მანჩესტერული გრანდის გარდა სტერლინგის მიმართ ინტერესს “სიტი”, “არსენალი” და “რეალი” იჩენენ.