“ლივერპული” უძლეველია ! “წითლებმა” ამჯერად “ტოტენჰემი” დაამარცხეს (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 15, 2018

პრემიერ ლიგის მეხუთე ტური ცენტრალური მატჩით გაიხსნა – ლონდონის “ტოტენჰემმა” საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაუმართა მერსესაიდულ “ლივერპულს”. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი სტუმრების სისწრაფემ და ტექნიკურობამ გადაწყვიტა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი რეალური მომენტი მოჰამედ სალაჰს შეექმნა, რომელსაც მეოცე წუთზე ვორმმა აჯობა. “წითლებს” გოლის გასატანად კიდევ ოცი წუთი დასჭირდათ: ვეინალდუმმა შეხვედრის 39-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი ქაოსით ისარგებლა და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმში სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ორივე გუნდი უტევდა, თუმცა “ლივერპულელთა” იერიშებს ჰქონდათ ის სიზუსტე, რაც “დეზებს”, კონკრეტულად კი ლუკას მოურასა და ჰარი კეინს აკლდათ. შეხვედრის 54-ე წუთზე რობერტო ფირმინომ მეტოქის კარი დალაშქრა. საბოლოო ანგარიში კი ერიკ ლამელამ დააფიქსირა მატჩის მესამე დამატებულ წუთზე – 1:2.

ასე რომ, პრემიერ ლიგის ხუთი ტურის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდს 15 ქულა უგროვდება და ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, “სპურსი” კი ცხრა ქულით მეხუთეა. მომდევნო ტურში “ლივერპული” “საუთჰემპტონს” მიიღებს, ხოლო “ტოტენჰემი” “ბრაიტონს” ეწვევა.


“ტოტენჰემი” : ვორმი; როუზი, ვერტონგენი, ალდერვაირელდი, ტრიპიერი; დემბელე (ლამელა 60′); უინკსი, დაიერი, ერიქსენი; ჰარი კეინი, ლუკას მოურა

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“ლივერპული” : ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი, ვეინალდუმი, კეიტა; სალაჰი, ფირმინო (ჰენდერსონი 74′), მანე

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მირონ მარკევიჩი: “გიორგის ვურჩევდი, რომ არ იჩქაროს”

ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა, რომელიც ახლა უკრაინის ნაკრების კომიტეტის ხელმძღვანელია, გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაბრიელმა მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

“ვალენსიას” რიგებში მოთამაშე გაბრიელ პაულისტამ “ხეტაფესთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის (3-0) შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორია “მანჩესტერ იუნაიტედის” შედეგები დიდი ექვსეულის კლუბებთან?

პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა. “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ჩელსის” დაუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიოვი “ბუნდესნაკრებში” გაშვებულ ფეხბურთელებს აბრუნებს?

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი, ნაკრებში მატს ჰუმელსის, ჟერომ ბოატენგისა და ტომას მიულერის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიეგო სიმეონეს ისტორიული მიღწევა “ატლეტიკოში”

შაბათს ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩში “ატლეტიკომ” ურთულეს ბრძოლაში “ვილიარეალი” ანგარიშით 0-2 დაამარცხა. შედეგად ორმტჩიანი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ბევრმა “ლივერპული” ნაადრევად ჩამოწერა”

მერსესაიდულმა “ლივერპულმა” პრემიერ ლიგაში ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. იურგენ კლოპის გუნდმა გასვლაზე “შეფილდ იუნაიტედი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავში” მალდინი ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ “თელავის” რიგებში 20 წლის ბრაზილიელი მცველი, პაბლო მალდინი ითამაშებს. მალდინი “ფლამენგოს” 20-წლამდეთა გუნდში [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენ დეივისი: “ბეილს უსამართლოდ აკრიტიკებენ”

ლონდონის “ტოტენჰემის” მცველმა, ბენ დეივისმა, პრესასთან საუბრისას გარეტ ბეილი დაიცვა და განაცხადა, რომ ის უელსელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები “სპარტაკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

ყაზანის “რუბინმა” მოსკოვის “სპარტაკი” 0-2 დაამარცხა და უდიდესი წვლილი გამარჯვებაში ხვიჩამ დადო. მოკლე ვიდეო ხვიჩას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “სწორ გზას დავუბრუნდით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ლა ლიგის 25-ე ტურში “რეალ სოსიედადთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაკაზეტმა, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა ალექსანდრე ლაკაზეტმა კარიერა, შესაძლოა, მშობლიურ საფრანგეთში გააგრძელოს. გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Th...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “ჩემ მოსვლამდე “ინტერი” “იუვენტუსს” 15 ქულით ჩამორჩებ

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, სერია A-ს 24-ე ტურში “ჯენოასთან” მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დროა, ხვიჩა “ბარსელონაში” გავუშვათ” – ჩერდანცევი კვარაცხელი

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა, გეორგი ჩერდანცევმა მოსკოვის “სპარტაკსა” და ყაზანის” რუბინს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩინეთის მოქმედმა ჩემპიონმა არსებობა შეწყვიტა

საფეხბურთო კლუბმა “ცზიანსუ სუნინმა”, რომელიც ჩინეთის სუპერლიგის მოქმედი გამარჯვებული გახლავთ, არსებობა შეწყვიტა. არსებობა შეწყვიტა კლუბის ...
წაკითხვა