“ლივერპული” ჟერარდთან ახალ კონტრაქტს დააჩქარებს
“ლივერპულის” კაპიტნის სტივენ ჟერარდის განცხადების (შესაძლო წასვლის შესახებ) შემდეგ, მერსისაიდულმა კლუბმა გადაწყვიტა ინგლისელი ნახევარმცველისთვის ახალი კონტრაქტი ძალიან სწრაფად შემოეთავაზებინა.
ამ კვირას 34 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ იგი კარერას სეზონის ბოლოს არ დაასრულებდა. ამიტომ, თუ სტივენს სარფიან გარიგებას არ შესთავაზებდნენ იგი კლუბს დატოვებდა.
Liverpool Echo–ის ცნობით მერსისაიდული კლუბი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა. “წითლები” ჟერარდისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ და მოლაპარაკებებს დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებენ.
თუმცა სიტუაცია დაწყნარებული არ არის. ალბათ ჟერარდი კონტრაქტს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ ბრენდან როჯერსი მას ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ათამაშებს. ვეტერანისთვის კვირაში ორი მატჩის ჩატარება რთულია, მაგრამ თავად ფებხრუთელი აცხადებს, რომ მას ეს სულაც არ უძნელდება.