“ლივერპულის” აკადემიის ექს-ფეხბურთელი: “პირველ გუნდში მოსახვედრად თანაგუნდელი დავამტვრიე”

თარიღი: ოქტომბერი 18, 2020

“ლივერპულის” აკადემიის ყოფილმა ფეხბურთელმა ტომ ბრიუიტმა საინტერესო ამბავი გაიხსენა. როგორც გაირკვა, მან ძირითადი გუნდის შემადგენლობაში მოხვედრის მიზნით თანაგუნდელს ტრავმა განზრახ მიაყენა.

2015-2016 წლების სეზონის მიმდინარეობისას “ენფილდროუდელთა” რიგებში ტრავმების ეპიდემიამ იფეთქა. იურგენ კლოპს “ექსეტერთან” სათასო მატჩისთვის დაცვითი ფუნქციის კადრები აკლდა. კლუბის აკადემიის აწ უკვე ყოფილმა წევრმა ტომ ბრიუიტმა პირველ გუნდში გადასვლის შანსი დაინახა და მიზნის მიღწევას ძალზედ მიუღებელი ფორმით შეეცადა.

“რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს უნდა გამეკეთებინა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. არ ვითაკილებდი თანაგუნდელისთვის არც ტრავმის მიყენებას, არც მათთან ურთიერთობის გაფუჭებას. უბრალოდ ძალიან მინდოდა “ლივერპულის” პირველ გუნდში მოხვედრა.

ტრავმების გამო იურგენი დაცვის ცენტრში ხოსე ენრიკეს დაყენებას და განათხოვრებული ტიაგუ ილორის დაბრუნებას აპირებდა. ჩვენ იანვრის პირველ კვირამდე ამის შესახებ არ ვიცოდით. დეკემბრის ბოლოს ვფიქრობდი, რომ იმ მატჩში ჩემი ან დან კლირის დებიუტი შედგებოდა.

დანთან ყოველთვის გულახდილი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ვფიქრობ, რომ მაშინ ყველაფერს წერტილი დავუსვი. პირველ გუნდში გადასვლის შანსი ჩვენ ორს გვქონდა და ვარჯიშებზე ის ჩემი სამიზნე გახდა.

შობამდე და შობის შემდეგ პერიოდშიც საწვრთნელი პროცესის დროს მის გვერდით ვდგებოდი და მას უბრალოდ ვურტყამდი. ძლიერ დარტყმებს არ ვაყენებდი, თუმცა ვცდილობდი საკმარისად ძლიერად დამერტყა იმისთვის, რომ დაშავებულიყო და მწვრთნელს პირველ გუნდში მე დავეწინაურებინე.

“ექსეტერთან” მატჩამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ვარჯიშზე შვიდი შვიდზე ვთამაშობდით და ერთ მომენტში მის წინააღმდეგ საკმაოდ ვიუხეშე.

საჭირო დროს დაველოდე, დანი არაფრად ჩავაგდე და ძალიან ცუდი ვარდით ბურთი ავართვი. ვიცი, რომ ძალზედ უხეში ვარდნა იყო და ეს განზრახ გავაკეთე. ამით სულაც არ ვამაყობ, მაგრამ იმ მომენტში არ შემრცხვა, რადგან თავში მხოლოდ ერთი აზრი მქონდა: ან მე, ან ის. მე საკუთარი თავი ავირჩიე.

ამას პატარა ჩხუბი მოყვა და როგორც მივხვდი, აგრესიული რეაგირების გამო ის მინდვრიდან გააძევეს კიდეც. მას ჰქონდა ჩემზე გაბრაზების უფლება, რადგან მისი სეზონი დავასრულე.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დანი ყავარჯნებით დადიოდა. ვერ ვიტყოდი, რომ მისია წარმატებით შევასრულე, ვინაიდან ჩემი მხრიდან ძალიან უხეში თამაში იყო. განზრახული არ მქონია, რომ მისთვის ასეთი ტრავმა მიმეყენებინა. მე უბრალოდ მინდოდა, რომ მას ის მატჩი გამოეტოვებინა”, – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს “დეილი მეილი”.

ტომ ბრიუიტი ამბობს, რომ კარმამ თავისი ქნა და ფეხბურთელი, საბოლოო ჯამში, მაინც დაისაჯა. მართალია, ახალგაზრდა მცველს ჩანაფიქრი გამოუიდა, თუმცა მომდევნო კვირას ბრიუიტმა ტვინის შერყევა მიიღო და “ექსეტერთან” მატჩში მაინც ვერ ითამაშა. საერთოდაც, მას “ლივერპულის” პირველ გუნდში თამაში არ ეღირსა. ახლა ის 23 წლისაა და ზაფხულის შემდეგ უკლუბოდაა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გვარდიოლა “ბარსაში” მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გა

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მთავარმა პრეტენდენტმა ვიქტორ ფონტმა თავის პრიორიტეტულ ამოცანად კატა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორი გოლი გაუტანა “ალავესის” ფეხბურთელმა “ბარსელონას” (

ლუის რიოხას გოლი “ბარსელონას” კარში იხილეთ ვიდეო The easiest goal of Rioja’s career. pic.twitter.com/WMd7or611y — […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბოლოს როდის წააგო “ლივერპულმა” პრემიერ ლიგაში “ენფილდზე”?

31 ოქტომბერს “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩში “ვესტ ჰემ იუნაიტედის” დამარცხება შეძლო (2:1). აღსანიშნავია, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისკოს “ევერტონში” კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით სურს თამაში

მერსესაიდული “ევერტონის” რიგებში, შესაძლოა, მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი ვარსკვლავი, ისკო, ვიხილოთ. ინფორმაციას გავლენიანი ბრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკი კვარაცხელიაზე: ‘პრესაში ბევრი საუბარი მასზე გავლენას არ ახდენს’

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ტულის “არსენალის” წინააღმდეგ მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბიო კაპელო: “ატალანტა” იტალიური “ლივერპულია”

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ თანამემამულე მწვრთნელების შესახებ ისაუბრა და “ატალანტას” თავკაცი ჯან პიერო გასპერინი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის ულამაზესი გოლი “უესკას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო EDEN HAZARD EST DE RETOUUUUUUR pic.twitter.com/LcOz02FIb9 — Real Madrid 🇫🇷 (@RMadridFrance_) October 31, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ვინისიუსსა და ბენზემას შორის ყველაფერი იდეალურადაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კარიმ ბენზემასა და ვინისიუსს შორის ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა. როგორც […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიდეო-ოპერატორს მთელი მატჩის განმავლობაში მელოტი მსაჯის თავი ბურთში ეშლებოდა (ვიდეო)

კურიოზული რამ მოხდა შოტლანდიის რანგით მეორე დივიზიონში. “ინვერნეს კალედონიან ტისლსა” და “ერ იუნაიტედს” შორის გამართულ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონა: “პუტინის მჯერა. დარწმუნებული ვარ, ვაქცინა მალე იქნება”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. Clarin-ის ჟურნალისტმა [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონა: “ბარსელონა” მესის არასწორად მოექცა”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ “ბარსელონასა” და ლიონელ მესის შორის გასულ სატრანსფერო პერიოდში შექმნილი [&he...
წაკითხვა