“ლივერპულის” დანიელმა ფანმა სახლში “ენფილდი” მოიწყო (ფოტო)

თარიღი: აპრილი 15, 2020

“ლივერპულის” დანიელ ფანს, კიელდ რინფელდტს კლუბის სიყვარულმა შთააგონა, სახლში პატარა “ენფილდი” მოეწყო.

52 წლის რინფელდტი მერსისაიდული გუნდის სტაჟიანი ქომაგია, სეზონური აბონემენტი აქვს და “ენფილდსაც” საკმაოდ ხშირად სტუმრობს, თუმცა ეს არ იკმარა და საკუთარი სახლი “ლივერპულის” სტადიონის შტრიხებით გააწყო. ყველაზე შთამბეჭდავად, ალბათ, ჭიშკარი გამოიყურება, რომელსაც საკულტო წარწერა ამშვენებს: “YOU’LL NEVER WALK ALONE”.

მსგავსი სიახლეები