ლივერპულის მერი: “უმჯობესი იქნება, თუ სეზონი დასრულებულად გამოცხადდება”

თარიღი: მაისი 1, 2020

ლივერპულის მერი ჯო ანდერსონი თვლის, რომ პრემიერ ლიგის სეზონის განახლება ქალაქში ავტომატურად გამოიწვევეს თავყრილობების გამართვას. მისი თქმით, უკეთსი იქნება, თუ სეზონი დასრულებულად გამოცხადდება, ხოლო “ლივერპული” – ჩემპიონად.

“თუნდაც თამაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდეს, “ენფილდის” გარეთ ათასობით ფანი მოიყრის თავს. ბევრი ადამიანი არ მოისმენს ჩვენს დარიგებებს და ტიტულის აღსანიშნავად “ენფილდზე” მივლენ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ სეზონი არ უნდა განახლდეს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაშები ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება, “ენფილდის” გარეთ ხალხი მაინც შეიკრიბება. მესმის, რომ პოლიციას ამის პრევენცია სურს და მართლებიც არიან.

ჩვენ ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ყველანაირი საფრთხე გაითვალისწინონ და სეზონი დასრულდეს, “ლივერპული” კი ჩემპიონად გამოცხადდეს,” – აცხადებს ანდერსონი.

მსგავსი სიახლეები