“ლივერპულის” ორმა ფანმა მატჩს ვერ უყურა – ისინი გენკის მაგივრად გენტში ჩავიდნენ
23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “ლივერპული” სტუმრად “გენკს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 1:4 დაამარცხა.
ამ მატჩზე დასასწრებად ინგლისიდან ბელგიაში “ლივერპულის” ორი ფანი გაემგზავრა, მაგრამ ისინი თამაშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და გენკის მაგივრად, ქალაქ გენტში იყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ გენტში ჩასვლისათვის დაახლოებით ორი საათია საჭირო, ისინი ქალაქში დარჩნენ და მატჩს ერთ-ერთ პაბში უყურეს.
ფანებმა ბელგიაში ჩასვლისათვის, მგზავრობაში 150-150 ევრო გადაიხადეს, ხოლო შეხვედრის ბილეთებში – 70-70.
დღეს, ქვილითაიასა და ჩაკვეტაძის “გენტი” ევროპის ლიგის მატჩში “ვოლფსბურგს” უპირისპირდება, კლუბმა კი “დაკარგული” ორი ფანი სტადიონზე დაპატიჟა.
“თუ ვინმე იცნობს ამ ორ ადამიანს, ან მათი საკონტაქტო დეტალები იცის, უთხარით, რომ დღეს “ვოლფსბურთან” მატჩზე დაპატიჟებულები არიან”, – ვკითხულობთ “გენტის” ოფიციალური გვერდის პოსტში.
🇧🇪Als iemand deze twee kent of hun gegevens heeft, zeg hen dat ze vanavond welkom zijn in de Ghelamco Arena voor #GntWol!
🇬🇧 If anybody knows these two or has their contact details, tell ‘em they’re invited for our game against @VfL_Wolfsburg tonight.https://t.co/rtr90pYMqo
— KAA Gent (@KAAGent) October 24, 2019