“ლივერპულის” ფანები მბაპეს ტრანსფერისთვის ფულს აგროვებენ
“ლივერპულის” ფანებმა “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ კილიან მბაპეს შესაძენად თანხის შეგროვება დაიწყეს. ისინი 250 მილიონი ფუნტ სტერლინგის მოგროვებას გეგმავენ.
“ვინაიდან “ლივერპულს” ამ სატრანსფერო განაცხადის გასაკეთებლად შესაბამისი სახსრები არ აქვს, ვიფიქრეთ, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ თანხის შეგროვება. მოდით, შოკში ჩავაგდოთ საფეხბურთო სამყარო.
მსოფლიოში “ლივერპულის” დაახლოებით ასი მილიონი ფანია. თუ თითოეული მათგანი თუნდაც 2,5 ფუნტს გაიღებს, მბაპეს შესაძენად საკმარის თანხას მოვაგროვებთ. მოდით, გავაერთიანოთ ძალები, რათა განვახორციელოთ ფეხბურთში ფანების მიერ ორგანიზებული პირველი და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი”, – ნათქვამია პეტიციაში.
თანხის შეგროვება ინტერნეტსერვის GoFundMe-ზე მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის გაღებულია დაახლოებით ოთხი ათასი ფუნტი.
სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი კილიან მბაპეს სატრანსფერო ღირებულებას 180 მილიონ ევროდ აფასებს.