“ლივერპულის” პირადი რეკორდი პრემიერ ლიგაში
მერსესაიდულმა “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის 35-ე წუთში “კარდიფის” კომფორტული სხვაობით დამარცხება (2-0) შეძლეს და კვლავაც განაგრძობენ ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას. გოლები ჯინი ვეინალდუმისა და ჯეიმს მილნერის ანგარიშზეა.
იურგენ კლოპის გუნდს 35 ტურის შემდეგ 88 ქულა უგროვდება 27 მოგებით, 7 ფრითა და მხოლოდ ერთი წაგებით. წინ კი მათ კიდევ სამი გასამართი მატჩი აქვს, სადაც ფავორიტად სწორედ ისინი ითვლებიან.
ასე რომ, “ლივერპულმა” ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა პრემიერ ლიგაში დაგროვებული ქულების ოდენობით. იმ დროიდან, როდესაც მოგებისთვის სამი ქულა ენიჭებოდათ, მერსესაიდელებს მხოლოდ 1978-79 (98) და 1987-88 (90) წლებში აქვთ უფრო მეტი ქულა დაგროვებული საშინაო ჩემპიონატში.
88 – Liverpool have now amassed 88 points in the league this season, their best ever total in a Premier League season; adjusting to three points for a win, they have only earned more in a top-flight campaign in 1978-79 (98) and 1987-88 (90). Machine. pic.twitter.com/edp4XD7std
— OptaJoe (@OptaJoe) April 21, 2019