“ლივერპულის” საზაფხულო გეგმა: როჯერსს კიდევ 5 ახალწვეული სჭირდება
“ლივერპული” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს.
მერსისაიდული გუნდი უარს ამბობს “მანჩესტერ სიტის” მეორე შეთავაზებაზე, რომელიც 40 მილიონიანია. Mirror-ის ინფორმაციით, “წითლები” სერიოზულ აქტიურობას აპირებენ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. ბრენდან როჯერსმა პირობა დადო, რომ გუნდიდან წასულ ყველა ლიდერს ღირსეულ შემცვლელს მოუყვანს და პრემიერ ლიგაში მოწინავე პოზიციებისთვის იბრძოლებს.
ამ მიმართულებით გუნდი სარფიანად მუშაობს. არც ისე მაღალი დონის, თუმცა უფასო სამი ფეხბურთელი მოიყვანა. მეკარე ადამ ბოგდანი, ინგლისელი მოძრავი თავდამსმხელი დენი ინგსი და უნივერსალი ჯეიმს მილნერი “ლივერპულში” თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხნენ. ამას გარდა, ინგლისური პრესა წერს, რომ ინგლისელი ახალგაზრდა, ჯო გომესი ხვალ გაივლის სამედიცინო შემოწმებას და 3.5 მილიონის წყალობით, მერსისაიდელების მეოთხე ოფიციალური საზაფხულო ტრანსფერი იქნება.
ჯო გომესი(მარცხნივ, თეთრი ფორმით)
გომესს როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზეც შეუძლია ასპარეზობა. მან უარი უთხრა ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან “არსენალი”, “მან.სიტი” და “დორტმუნდის ბორუსია”. გარიგება 3.5 მილიონი ჯდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ინგლისელი ფერადკანიანი საუკეთესოდ წარმოაჩენს ახალ გუნდში თავს და სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს, “ლივერპული” “ჩარლტონს” დამატებით 1.5 მილიონის გადაურიცხავს.
ამას გარდა, როჯერსი დარწმუნებულია, რომ ნათანიელ კლაინთან წარმატებით დაასრულებს მოლაპარაკებებს. “წმინდანებმა” უკვე დაიმატეს ახალი მარჯვენა მცველი, სედრიკ სოარესი, რაც ორმაგად ზრდის იმის შანსს, რომ 24 წლის მარჯვენა უკანახაზელი “ლივერპულის” კიდევ ერთი ახალწვეული იქნება.
ბოლო დროის გავრცელებული ინფორმაციებით, “ლივერპული” გუნდის ყველაზე გამოცდილ წევრს, მარტინ შკრტელს შეინარჩუნებს. ადრე სლოვაკი მცველი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კატეგორიულ უარზე ხოლო, მაგრამ როგორც ჩანს, 37-იანის მოთაფვლა მოახერხეს.