„ლივერპულმა“ ლალანას შესაძლო ტრანსფერზე შეთავაზება გააუმჯობესა
„ლივერპულმა“ ნახევარმცველ ადამ ლალანას ტრანსფერის გასაჩარხად „საუთჰემპტონს“ გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართა.
ბრიტანული „გარდიანი“ წერს, რომ მერსისაიდული გუნდი მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღოს, თუმცა „წმინდანები“ 30 მილიონს ითხოვენ, რადგან ტრანსფერის 25 პროცენტი ლალანას მშობლიურ კლუბ „ბორნმუთს“ ერგება.
ლალანას ირგვლივ შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება „ტოტენჰემ ჰოთსპურიც“.