“ლივერპულმა” “არსენალს” მასტერკლასი ჩაუტარა და ერთპიროვნულად გალიდერდა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა. პირველი ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ორ კლუბს ჰქონდა ქულების მაქსიმალური ოდენობა დაგროვებული – ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები, “ლივერპული” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ.
სეზონის სტარტზე იქმნებოდა ფანტაზია, რომ “არსენალი” დიდი მიზნებისთვის შეძლებდა ბრძოლას, თუმცა “ლივერპულთან” მატჩში “არსენალის” ფორმაციაში დიდმა პრობლემებმა იჩინა თავი. პირველი ტაიმი “წითლების” სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი მხოლოდ ერთი გავიდა – ალექსანდერ-არნოლდის გადაცემას ჯოელ მატიპი გამოეხმაურა.
მეორე ტაიმში კი მოჰამედ სალაჰის ბენეფისი შედგა – ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა 49-ე და 59-ე წუთებზე შეძლო ლენოს კარის აღება. შეხვედრის მიწურულს კი “მეთოფეებმა” პრესტიჟის გოლი გაიტანეს – 3:1.
ასე რომ, სამი ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი “ლივერპულია” 9 ქულით, “არსენალს” კი კვლავ 6 ქულა აქვს. მომდევნო ტურში “ლივერპული” “ბარნლის” ეწვევა, ხოლო “არსენალი” “ტოტენჰემს” მიიღებს.