“ლივერპულმა” “ბარსელონასთან” სამბურთიანი სხვაობა დაძლია და ფინალში ითამაშებს (ვიდეო)

თარიღი: მაისი 8, 2019

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი კატალონიელებს 3:0 ჰქონდათ მოგებული და ბევრს ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული უკვე გადაწყვეტილი ეგონა, თუმცა მერსისაიდელებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს, მეტოქე 4:0 დაამარცხეს და ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი გულგრილს არავის დატოვებდა. “ენფილდროუდელებმა” თამაში საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე ჟორდი ალბას უხეში შეცდომის შედეგად ანგარიში გახსნეს კიდეც. გოლი დივოკ ორიგიმ გაიტანა. ამის შემდეგ ინგლისელებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, კატალონიელები კი მეტოქის კონტრშეტევებზე დაჭერას ცდილობდნენ და რამდენჯერმე წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა რიგ ეპიზოდებში “წითლების” კიპერმა ალისონ ბეიკერმა იყოჩაღა, რამდენჯერმე კი თავად ესპანელებმა გააფუჭეს მომენტი.

“ლივერპულმა” საქმის ძირითადი ნაწილი მატჩის მეორე ნახევარში შეასრულა, “ბარსელონა” კი მოედანზე ძალზედ პასიურად მოქმედებდა. დაშავებული ენდი რობერტსონის ნაცვლად მეორე ტაიმში ჟორჟინიო ვეინალდუმი შევიდა, რომელმაც ჯერ 54-ე წუთზე გაიტანა, შემდეგ – 56-ეზე და ორმატჩიან დაპირისპირებაში წონასწორობა აღადგინა. 79-ე წუთზე კი ორიგიმ “ბარსელონას” კარის ბადე მეოთხედ შეარხია და ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა – ორი შეხვედრის ჯამში “ლივერპულმა” 4:3 იმარჯვა და ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ამსტერდამის “აიაქსისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წყვილში გამარჯვებული იქნება.

ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (II მატჩი)
“ლივერპული” — “ბარსელონა” 4:0 (1:0) (ორი მატჩის ჯამში 4:3)
გოლები: ორიგი 7′, 79′, ვეინალდუმი 54′, 56′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლორის კარიუსის მორიგი შეცდომა “ბრატისლავასთან” მატჩში (ვიდეო)

ამ წუთებში მიმდინარეობს ევორპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა “სლოვან ბრატისლავასა” და “ბეშიქთაშს” შორის. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰადსონ-ოდოიმ “ჩელსისთან” ახალ სარფიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

ლონდონის “ჩელსისა” და კალუმ ჰადსონ-ოდოის შორის მიმდინარე ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არსენალმა” გასვლაზე ფრანკფურტის “აინტრახტი” გაანადგურა (ვიდეო)

19 სექტემბერს ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფურმა ეტაპმა აიღო სტარტი. ტურის ცენტრალურ შეხვედრას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას ნიშნავდა რონალდუს ჟესტი – კრიშტიანო კომენტარს აკეთებს (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსის” ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, “ატლეტიკოსთან” ფრედ დასრულებული მატჩის (2-2) შემდეგ უარყო, რომ მოედანზე გამო...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს საგოლე მომენტი 94-ე წუთზე (ვიდეო)

18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა და ფრედ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეორე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი მეორე სათამაშო დღე გაიმართა. A ჯგუფი “ბრიუგე” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზინედინ ზიდანის პირველი კომენტარი “პარი სენ-ჟერმენთან” განადგურების შემდეგ

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის შემდეგ პრესასთან პირველი კომენტა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალის” ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ბოლო 16 წლის მანძილზე

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების გათამაშებას მადრიდის “რეალი” საშინელი შედეგით შეუერთდა. ზინედინ ზიდანის გუნდი გასვლაზე “პარი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა ტომას მიულერმა “ცრვენა ზვეზდას” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL! #Bayern 3-0 RedStarBelgrade (#Muller ) #UCL pic.twitter.com/7n8lK6Fy2i — Rodgerthis (@TumoRodgers) September 18, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენმა” შინ მადრიდის “რეალი” გაანადგურა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “პარი სენ-ჟერმენმა”, რომელიც ლიდერების გარეშე იყო დარჩენილი, მადრიდის “რეალის” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხუან კუადრადოს ულამაზესი გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო JUAN CUADRADO JUST SCORED THIS GOAL FOR JUVENTUS AGAINST ATLETICO MADRID. WOW!!! 🔥🔥🔥 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “იუვენტუსის” კარში გატანილი გოლი სექსზე უკეთესი არ არის”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ ITV-ის ჟურნალისტ პირს მორგანთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან კარიერულ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: დავიდ ნერესი და დუშან ტადიჩი გოლის აღნიშვნისას (ვიდეო)

17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “აიაქსი” საკუთარ მოედანზე “ლილს” დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა