“ლივერპულმა” და “ევერტონმა” უხვგოლიანი ფრე ითამაშეს (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეხუთე ტური მერსესაიდულმა დერბიმ გახსნა. კარლო ანჩელოტისა და იურგენ კლოპის შეგირდება ნამდვილი სპექტაკლი შემოგვთავაზეს, რომელსაც მხოლოდ ტრიბუნებზე დამსწრე ფანები აკლდნენ.
ყველაფერი სადიო მანეს სწრაფი გოლით დაიწყო, რასაც მატცის მე-19 წუთზე ხამეს როდრიგესის საგოლე გადაცემით გატანილი კინის გოლი მოყვა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში არაერთი ლამაზი მომენტი ვიხილეთ, თუმცა გოლი აღარ გასულა.
მთელი მატჩის განმავლობაში ინერტულ მდგომარეობაში მყოფმა მო სალაჰმა 72-ე წუთზე გაიბრწყინა და პიკფორდის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო. შეხვედრის უგოლოდ დასრულება იუარა დომინიკ კალვერტ-ლიუინმა, რომლისთვისაც ეს რიგით მეშვიდე გოლია პრემიერ ლიგის მომდევნო გათამაშებაში.
მატჩის მიწურულს რიშარლისონი უხეში თამაშისთვის გააძევეს მოედნიდან. იურგენ კლოპის შეგირდები ძალიან ახლოს იყვნენ მოგებასთან, თუმცა ჯორდან ჰენდერსონის გოლის ეპიზოდში სადიო მანეზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა – 2:2.