“ლივერპულმა” და “მანჩესტერ სიტიმ” საუკეთესო ვერ გამოავლინეს (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მერვე ტური ცენტრალურმა მატჩმა დახურა, რომელმაც გულშემატკივრების მიერ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საუკეთესოს გამოვლენა ვერ მოხერხდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, “ლივერპულმა” პირველივე წუთებიდან დაიწყო შტურმი მეტოქის კარზე, თუმცა “ქალაქელები” ამ ყოველივეს მომზადებულნი დახვდნენ და ოციოდ წუთში ყველაფერი დალაგდა.
მეორე ტაიმი უმეტესად “მანჩესტერ სიტის” უპირატესობით მიმდინარეობდა და ლოგიკურიც იყო, რომ წინ გასვლის შანსი მიიღეს – 86-ე წუთზე ვან დეიკმა სანე საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც რიად მაჰრეზმა საშინლად შეასრულა.
ასე რომ, რვა ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის სათავეში “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი” და “ლივერპული” იმყოფებიან 20-20-20 ქულით. მეოთხე-მეხუთე ადგილებს კი “არსენალი” და “ტოტენჰემი” იყოფენ.