“ლივერპულმა” “კრისტალ პალასი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
“ენფილდზე” დადგმული ბრწყინვალე სპექტაკლის შემდეგ, იურგენ კლოპის “ლივერპულმა” “კრისტალ პალასთან” საკმაოდ პრაგმატულად ითამაშა. მატჩი “წითლების” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ადვილი შესამჩნევი იყო, რომ მერსესაიდული გუნდი ძალებს ზოგავდა.
ანგარიში შეხვედრის 45-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მოჰამედ სალაჰმა საკმაოდ ოსტატურად შეძლო პენალტის გამომუშავება. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ჯეიმს მილნერმა შეასრულა.
მატჩის მეორე ნახევარში უპირატესობას “არწივები” ფლობდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა 75-ე წუთზე მეკარესთან ერთი-ერთზე გასული მო სალაჰი ბისაკამ წესების დარღვევით შეაჩერა და წითელი ბარათი მიიღო. დაუძლურებულ “კრისტალ პალასს” ბოლო გოლი სადიო მანემ გაუტანა თამაშის ბოლო დამატებულ წუთზე.
ასე რომ, პრემიერ ლიგის ახალი სეზონის ორი ტურის შემდეგ “ლივერპული” მეორეზეა და მომდევნო ტურში “ბრაიტონს” უმასპინძლებს. მეათე ადგილოსანი “კრისტალ პალასი” კი “უოტფორდის” სტუმარი იქნება.
“კრისტალ პალასი” : ჰენესი; ვან ანჰოლტი, სახო, ტომკინსი, ვან-ბისაკა (გაძევება); შლუპი, მაკარტური, მილივოიევიჩი, ტაუნსენდი (ვორდი 79′); ზაჰა, ბენტეკე (სორლოტი 71′)
მთავარი მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
“ლივერპული”: ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი; კეიტა, ვეინალდუმი, მილნერი (ჰენდერსონი 67′); სალაჰი, ფირმინო, სადიო მანე
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლი: ჯეიმს მილნერი 45′ (პენ.) ; სადიო მანე 90+3′
გაძევება: ბისაკა 76′