“ლივერპულმა” “კრისტალ პალასი” შვიდგოლიან თრილერში დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში “ლივერპულმა” საშინაო არენაზე იურგენ კლოპის მიერ ნაქები “კრისტალ პალასი” მიიღო და გულშამტკივრებს ძალიან დაძაბული მატჩიც შესთავაზა.
“ენფილდელები” მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა პირველი ტაიმი ყველასათვის გასაოცრად დათმეს – პირველი ნახევრის ერთადერთი გოლი თამაშის 34-ე წუზე გაიტანა ტაუნსენდმა.
მეორე ტაიმის პირველივე წუთებში გამოჩნდა, თუ რამდენად დიდ ძალას წარმოადგენს იურგენ კლოპი. გერმანელი სპეციალისტის დარიგებების შემდეგ, 47-ე წუთზე ჯერ მოჰამედ სალაჰმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, რვა წუთში კი ფირმინომ წინ გაიყვანა თავისი გუნდი.
მიღებული ცივი შხაპის მიუხედავად, “არწივებმა” მაინც შეძლეს გოლის გატანა: თავი 65 წუთზე ტომკინსმა გამოიჩინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 75-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა დუბლის გაფორმება შეძლო, მატჩის მესამე დამატებულ წუთზე კი სადიო მანემ გაიტანა თავისი გოლი. ორიოდ წუთში მეიერმა შეძლო ერთი გოლის გაქვითვა და სწორედ მან დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.
გეტყვით იმასაც, რომ მატჩის მიწურულს ჯეიმს მილნერი მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს მოედნიდან.
ასე რომ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს კვლავ “ლივერპული” ლიდერობს, “კრისტალ პალასი” კი ჯერჯერობით მე-14 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში “მერსესაიდელები” “ლეტერ სიტის” მიიღებენ, ხოლო “არწივები” “საუთჰემპტონს” ეწვევიან.