“ლივერპულმა” “კრისტალ პალასი” შვიდგოლიან თრილერში დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 20, 2019

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში “ლივერპულმა” საშინაო არენაზე იურგენ კლოპის მიერ ნაქები “კრისტალ პალასი” მიიღო და გულშამტკივრებს ძალიან დაძაბული მატჩიც შესთავაზა.

“ენფილდელები” მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა პირველი ტაიმი ყველასათვის გასაოცრად დათმეს – პირველი ნახევრის ერთადერთი გოლი თამაშის 34-ე წუზე გაიტანა ტაუნსენდმა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებში გამოჩნდა, თუ რამდენად დიდ ძალას წარმოადგენს იურგენ კლოპი. გერმანელი სპეციალისტის დარიგებების შემდეგ, 47-ე წუთზე ჯერ მოჰამედ სალაჰმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, რვა წუთში კი ფირმინომ წინ გაიყვანა თავისი გუნდი.

მიღებული ცივი შხაპის მიუხედავად, “არწივებმა” მაინც შეძლეს გოლის გატანა: თავი 65 წუთზე ტომკინსმა გამოიჩინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 75-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა დუბლის გაფორმება შეძლო, მატჩის მესამე დამატებულ წუთზე კი სადიო მანემ გაიტანა თავისი გოლი. ორიოდ წუთში მეიერმა შეძლო ერთი გოლის გაქვითვა და სწორედ მან დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

გეტყვით იმასაც, რომ მატჩის მიწურულს ჯეიმს მილნერი მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს მოედნიდან.

ასე რომ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს კვლავ “ლივერპული” ლიდერობს, “კრისტალ პალასი” კი ჯერჯერობით მე-14 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში “მერსესაიდელები” “ლეტერ სიტის” მიიღებენ, ხოლო “არწივები” “საუთჰემპტონს” ეწვევიან.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სიტიმ” “შალკე” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკესა” და “მანჩესტერ სიტის” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “აუფშალკეზე” [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკომ” “იუვენტუსი” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “ვანდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიეგო სიმეონეს უხამსი ჟესტი “იუვენტუსთან” მატჩში (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩში მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, უხამსი ჟესტი გამოიყენა, რის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

FIFA 19-ის კვირის გუნდში პიონტეკი, ბალოტელი და ობლაკი მოხვდნენ (ფოტო)

EA Sports-მა 23-ე კვირის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდი შეადგინა, რომელთა შორისაც იან ობლაკი, მარიო ბალოტელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუ და ბავშვი “ატლეტიკოსთან” მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ატლეტიკოსა” და “იუვენტუსს” შორის მიმდინარე მატჩის დაწყებამდე კამერებმა კრიშტიანო რონალდუ და ბავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯორჯო კიელინიმ მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ საკუთარ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებიდან საუკეთესოდ მადრიდის “რეალის” ცენტრბექი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩეხმა “არსენალის” ქალთა გუნდი სავახშმოდ ძვირადღირებულ რესტორანში დაპატიჟა

პეტრ ჩეხმა, რომელსაც საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე თავაზიანი ჯენტლმენის სახელი აქვს მოხვეჭილი, ლონდონის “არსენალის” ქალთა […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯორჯო კიელინი: “სერხიო რამოსი მსოფლიოს საუკეთესო მცველია”

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე სერხიო რამოსზე სასაუბროდაც მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ შონიას უძლიერესი გასროლა “უფას” კარში (ვიდეო)

ესპანურ შეკრებაზე მყოფმა “ლოკომოტივმა” რუსული პრემიერ ლიგის “უფა” 0-1 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი თემურ შონია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტოპათეულში შევიდა

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტოპათეულში მოხვდა. არგენტინელი ფეხბურთელი 130 [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ეს საოცნებო შედეგი არ არის”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ბაიერნთან” გამართული მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “უკეთესად თ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაბი კეიტა ალკანტარასა და გნაბრის წინააღდმეგ (ვიდეო)

19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ბაიერნს” დაუპირისპირდა და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ფეხბურთელები “ლიონთან” მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლიონი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და ფრედ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” და “ბაიერნი” უგოლოდ დაზავდნენ (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “ენფილდზე” ჩატარებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” “ლიონს” უგოლოდ ეთამაშა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლიონსა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი გაიმართა. საფრანგეთში ჩატარებულმა შეხვედრამ […]...
წაკითხვა