“ლივერპულმა” კვლავაც უჩვეულო სტილში მოიგო (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მესამე ტურში მერსესაიდულმა “ლივერპულმა” საკუთარ კედლებში ახალწვეული “ბრაიტონი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ეს ზედიზედ მეორე მატჩი გახლდათ, სადაც “წითლები” ძირითადად კლასის ხარჯზე ცდილობენ გამარჯვებას, რაც “ენფილდელებისთვის” ნამდვილად ახალი გახლავთ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, იურგენ კლოპის შეგირდები მატჩს პრაგმატულად მიუდგნენ. პირველ ტაიმში უპირატესობას სწორედ ისინი ფლობდნენ, რაც ტაბლოზე შეხვედრის 23-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა ასახა. ამის შემდეგ მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და “ბრაიტონს” რამდენიმე კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.
ასე რომ სამი მატჩის შემდეგ “ლივერპულს” შვიდი უპასუხო გოლი უგროვდება და 9 ქულით ჯერჯერობით პირველზეა მაშინ, როდესაც “ბრაიტონი” 3 ქულით მეთორმეტეზეა. მომდევნო ტურში “ლივერპული” “ლესტერ სიტის” ეწვევა, “ბრაიტონი” კი “ფულემს” მიიღებს.
“ლივერპული”: ალისონი; რობერტსონი, ვან დეიკი, გომესი, ალექსანდერ-არნოლდი (მატიპი 89′); ნაბი კეიტა (ჰენდერსონი 67′), ვეინალდუმი, მილნერი; სადიო მანე (სტარიჯი 80′), ფირმინო, მოჰამედ სალაჰი
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
“ბრაიტონი”: რაიანი; მონტოია, ბალოგანი, დაფი, ბონგი; კნოკარტი (ჯაჰანბაკში 76′), სტივენი, პროპერი, მარჩი (ლოკადია 75′); ბისუმა, მარი
მთავარი მწვრთნელი: კრის ჰიუტონი