“ლივერპულმა” “ლესტერ სიტი” ბოლო წამებზე გატანილი გოლით დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის მერვე ტურში “ლივერპულისთვის” პირველი ქულების წართმევის დავალების შესრულება საკუთარ თავზე ბრენდან როჯერსის “ლესტერ სიტიმ” აიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლები თვითდაჯერებულობით გამოირჩეოდნენ, რამაც შედეგი მატჩის 39-ე წუთზე გამოიღო, როდესაც შმაიხელის კარის აღება სადიო მანემ შეძლო.
მეორე ტაიმში “მერსესაიდელთა” უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ტაიმის საწყის წუთებში “მელიები” ადრიანის კართან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ. თუმცა, მე-80 წუთზე ჯეიმს მედისონის მიერ განხორციელებულმა უცნაურმა დარტყმამ მაინც შეარხია “ლივერპულის” კარის ბადე.
ასე რომ, იურგენ კლოპის გუნდი ძალიან ახლოს იყო პირველი ქულების დაკარგვასთან და ასეც მოხდებოდა, რომ არა ოლბრაიტონის უხეში თამაში საჯარიმოში მყოფ სადიო მანესთან. დანიშნული პენალტი კი გოლად ჯეიმს მილნერმა გარდასახა – 2:1.