“ლივერპულმა” მამადუ სახო დროებით გაათავისუფლა
“ლივერპულმა” გუნდის ცენტრალური მცველი, მამადუ სახო დროებით გაათავისუფლა. არ არის გამორიცხული, ფრანგი ფეხბურთელის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინონ, ამ საკითხს კი უეფა იკვლევს. სწორედ ამ მიზეზით, “მერსესაიდელთა” ხელმძღვანებლობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
“2016 წლის 22 აპრილს, უეფასგან მივიღეთ შეტყობინება, სადაც წერია, რომ შესაძლოა, სახომ ანტი-დოპინგის წესი დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ რაიმე სახის სასჯელზე საუბარი არ არის, გამოკვლევების პროცესის მიმდინარეობისას, გადავწყვიტეთ, რომ ფეხბურთელი დროებით გაგვეთავისუფლებინა”, – ვკითხულობთ “ლივერპულის” ოფიციალურ განცხადებაში.
ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის, რა სახის პრეპარატზეა საუბარი. თუმცა, ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სახომ, შესაძლოა, ის პრეპარატი გამოიყენა, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს.