“ლივერპულმა” მატიპის თაობაზე შეთავაზება გააკეთა
შესაძლოა, კამერუნელი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.
მოგეხსენებათ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა, “ლივერპულის” ხელმძღვანელობას ჟოელ მატიპი მომავალ ზაფხულს შეეძინა, როდესაც თავისუფალი აგენტი გახდებოდა, მაგრამ დაცვის ხაზში არსებული დიდი პრობლემების გამო, მერსესაიდელებმა “შალკეს” კამერუნელის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუკეთეს, იტყობინება Sky Germany.
აღსანიშნავია, რომ მატიპს გელზენკირხენული გუნდის მაისურით 240 მატჩი აქვს ჩატარებული, 23 ბურთი გატანილი და 12 საგოლე გადაცემა გაკეთებული.
მიმდინარე სეზონში 24 წლის მცველმა ამ დროისთვის 23 შეხვედრის გამართვა მოასწრო, მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო და სამი საგოლე პასიც გააკეთა.
რაც შეეხება კამერუნის ეროვნულ ნაკრებს, იქ მატიპმა 27-ჯერ ითამაშა და თავის გამოჩენა ერთადერთი გოლით შეძლო.