“ლივერპულმა” “ნიუკასლი” უმძიმეს ორთაბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ლივერპული” რაფაელ ბენიტესის “ნიუკასლს” ეწვია. ბრძოლა მართლაც რომ დაძაბული და უანგარო გამოდგა, რომელიც ბოლომდე ინარჩუნებდა ინტრიგას.
შეხვედრა “ლივერპულის” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა იყო მომენტები, როდესაც მასპინძლები თავს ახვევდნენ თავიანთ თამაშს “სკაუზერებს”. ანგარიში მეცამეტე წუთზე ვან დეიკის თავურით გაიხსნა, რასაც რამდენიმე წუთში ატსუმ უპასუხა (20′). ტაიმი ბოლო გოლი კი მოჰამედ სალაჰმა გაიტანა ალექსანდერ არნოლდის პასით (28′).
მეორე ტაიმის ანგარიში კი “ნიუკასლმა”, კერძოდ კი რონდონმა გახსნა. “წითლები” გაშვებული გოლის შემდეგ მეტად აირივნენ, რასაც მოჰამედ სალაჰის მძიმე ტრავმა დაერთო. თითქოს, მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა შაქირის ჩაწოდების შემდეგ ლასკელესს თავზე მოხვდა ბურთი, რომელიც დუბრავკას კარში შევარდა – 3:2.
ასე რომ, “ლივერპულმა” კიდევ ერთხელ გადაინაცვლა პირველ პოზიციაზე და მოუთმენლად დაელოდება ორშაბათს გასამართ მატჩს “მანჩესტერ სიტისა” და “ლესტერ სიტის” შორის.