“ლივერპულმა” “ნიუკასლს” ქამ-ბექი შეუსრულა და კვლავაც უდანაკარგოდაა (ვიდეო)
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტური “ლივერპულისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირებამ გახსნა. გასვლაზე “ტოტენჰემის” დამარცხების შემდეგ სტივ ბრიუსის გუნდს “მერსესაიდელთა” დამარცხების ამბიციებიც გაუჩნდა.
მართლაც, შეხვედრის დასაწყისი “კაჭკაჭებისთვის” ბრწყინვალე გამოდგა – უკვე მე-7 წუთზე ბრიუსის ბიჭები უილემსის ბრწყინვალე გასროლის წყალობით დაწინაურდნენ. მათი სიხარული ხანმოკლე გამოდგა. სადიო მანემ 28-ე და მე-40 წუთებზე შეძლო დუბრავკას კარის აღებს, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. “ლივერპულის” ტოტალური უპირატესობა 72-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის გოლში გამოისახა, რომელიც შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
ასე რომ, ხუთი ტურის შემდეგ იურგენ კლოპის შეგირდებს 15 ქულა უგროვდებათ და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. მომდევნო ტურში “ლივერპული” “ჩელსის” ეწვევა, “ნიუკასლი” კი “ბრაიტონს” მიიღებს.