„ლივერპულმა“ „ოქროს მატჩი“ მოიგო

თარიღი: აპრილი 13, 2014

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ — „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“. შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით 1989 წლის 15 აპრილს „ჰილსბროუს“ ტრაგედიაში დაღუპულ გულშემატკივრებს მიაგეს პატივი. ტრადიციულად, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მერსისაიდელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. შედეგად, „წითლებმა“ მე-6 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. ლუის სუარესმა მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა რაჰიმ სტერლინგი, რომელმაც რამდენიმე მოძრაობით მის წინ მყოფი მცველები და მეკარე ერთდროულად ჩამოიცილა და დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი. მასპინძლები კიდევ უფრო საოცარი აღმაფრენით ათამაშდნენ, „ქალაქელებს“ კი არაფერი გამოსდიოდათ. ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა ნახევარმცველმა იაია ტურემ მუხლი დაიშავა და მე-19 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. 26-ე წუთზე „ლივერპულის“ შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტივენ ჯერარდის მიერ მოწოდებულ კუთხურს მეტოქის საჯარიმოში მარტინ შკრტელი გამოეხმაურა, რომელმაც თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა — 2:0. ისეთი თამაში მიდიოდა, ვერ გაარჩევდით, „ლივერპული“ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს ხვდებოდა თუ ცხრილის ფსკერზე მყოფ კლუბს. ტაიმის მიწურულს „სიტის“ ფეხბურთელებმა რამდენჯერმე შეუტიეს, თუმცა სახეიროს ვერაფერს გამორჩნენ.

მეორე ტაიმში „მანჩესტერ სიტი“ მოედანზე საოცრად მოტივირებული გამოვიდა. მერსისაიდელთა უწინდელი უპირატესობა შარშანდელი თოვლივით გადნა. სრულ სათამაშო უპირატესობას მანუელ პელეგრინის გუნდი დაეუფლა. სტუმრები აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, რამაც შედეგიც გამოიღო. 57-ე წუთზე „ქალაქელთა“ შეტევის მარჯვენა ფრთიდან განხორციელებულმა კომბინაციამ მერსისაიდელთა დაცვა თამაშს გამოთიშა, დავიდ სილვამ კი ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა. 63-ე წუთზე სტუმრებმა სულაც გაათანაბრეს ანგარიში, როდესაც მარცხენა ფრთიდან დავიდ სილვას მიერ დარტყმული ბურთი გლენ ჯონსონს მოხვდა და სიმონ მინიოლეს კარში შეგორდა. ამის შემდეგ „წითლები“ გონს მოეგნენ. ბუნებრივია, „მანჩესტერ სიტის“ ფრეც ხელს აძლევდა, მერსისაიდელებს კი მხოლოდ 3 ქულა აწყობდათ. ბრენდან როჯერსის გუნდმა 78-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხა, რომელიც ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზეა — 3:2. მატჩის კომპენსირებულ დროში უხეში თამაშისთვის მოედნიდან მასპინძელთა ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი გააძევეს, თუმც ამას დარჩენილ დროში ზეგავლენა არ მოუხდენია.

ამრიგად, „ლივერპულმა“ საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტი დაამარცხა, ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოიპოვა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე საჩემპიონო ბერკეტები ხელთ იგდო. მართალია, „სიტის“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, თუმცა მერსისაიდელები „ქალაქელებს“ 7 ქულით უსწრებენ და თუ „წითლები“ დარჩენილ ოთხივე შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებენ, 24-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს შესწვდებიან. მეორე ადგილი ლონდონის „ჩელსის“ აქვს დაკავებული, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს.

ინგლისის პრემიერლიგა
34-ე ტური
„ლივერპული“ — „მანჩესტერ სიტი“ 3:2 (2:0)

„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლანაგანი, ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო (მოზესი 89′), სტერლინგი (ლუკას ლეივა 90+5′), სუარესი, სტარიჯი (ალენი 66′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ფერნანდინიო, იაია ტურე (ხავი გარსია 19′), ნასრი, დავიდ სილვა, ნავასი (მილნერი 50′), ჯეკო (ჯეკო 68′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: სტერლინგი 6′, შკრტელი 26′.
გაფრთხილებები: სუარესი 5′ — ხავი გარსია 21′, ფერნანდინიო 45+1′, ზაბალეტა 77′.
გაძევება: ჰენდერსონი 90+3′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წარმოუდგენელი კადრები: “ვერაკრუზის” პროტესტის დროს “ტიგრესმა” მეტო

19 ოქტომბერს, მექსიკის ჩემპიონატში “ვერაკრუზმა” საკუთარ მეოდანზე “ტიგრესი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ეს მატჩი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

უესლი: “14 წლის ვიყავი მამა რომ გავხდი, რამაც უდიდესი მოტივაცია შემმატა”

“ასტონ ვილას” თავდამსხმელმა, უესლიმ, პრესასთან თავის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა აძლევს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სანტოსის” ფეხბურთელის ფინტებს მოედანზე არეულობა მოჰყვა (ვიდეო)

18 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სანტოსმა” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი პოგბასთან შეხვედრაზე: “დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ”

18 ოქტომბერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებდა, რომლის თანახმადაც ზინედინ ზიდანი დუბაიში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს საოცარი საგოლე პასი ამხანაგურ მატჩში (ვიდეო)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ კოლუმბიური “სანტა ფეს” შემადგენლობაში ითამაშა და “ატლეტიკო ნასიონალის” წინაა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ახალი წლის პირველ დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრა მატჩი გაიმართება

ინგლისის პრემიერ ლიგის ზამთრის კალენდარი გამოქვეყნდა. ცნობილი გახდა, რომ მატჩები 26, 27, 28 და 29 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლეკსანდრ ზინჩენკომ ვლადა სედანს ხელი სთხოვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტისა” და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, ოლეკსანდრ ზინჩეკომ უკრაინელ სპორტულ ჟურნალისტ ვლადა სედან კიევის ოლიმპიურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონელმა ფეხბურთელმა გოლი საკუთარი ნახევრიდან თავური დარტყმით გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “ბეშფორდ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, სტეფან გალინსკიმ მეტოქის კარში გოლი საკუთარი ნახევრიდან თავური [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელიც საკუთარი ავტომობილით საწვრთნელი ბაზისკენ მიემართებოდა, ავტოავარიაში მოყვა. “მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

“ლივერპულის” მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. არნოლდი პირველი მცველი გახდა პრემიერ ლიგის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეას ბრწყინვალე სეივი შვედეთთან მატჩში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩის მიმდინარეობისას დავიდ დე […]...
წაკითხვა