“ლივერპულმა” პრემიერ ლიგაში საჩემპიონო სტარტი აიღო (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 2018/19 წლების გათამაშებაში ჩაერთო ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი “ლივერპულიც”, რომელმაც საკუთარ კედლებში მანუელ პელეგრინის “ვესტ ჰემი” გაანადგურა ანგარიშით 4:0.
“ლივერპულელებმა” მართლაც რომ ლამაზი ფეხბურთი შემოგვთავაზეს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მათ მეტოქეზე. ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა შეხვედრის მე-19 წუთზე, რასაც სადიო მანემ ტაიმის ბოლოს გატანილი გოლი დაუმატა.
მატჩის მეორე ნახევარში სადიო მანეს მიერ თამაშგარიდან გატანილმა გოლმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რაოდენ საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიები ინგლისში. დანიელ სტარიჯმა კი შეცვლაზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა ფაბიანსკის.
ასე რომ, პირველი ტურს “მერსესაიდელები” დიდი ალბათობით პირველ ადგილზე დაასრულებენ, “ჩაქუჩები” კი – ბოლოზე. მომდევნო ტურში იურგენ კლოპის ბიჭები “კრისტალ პალასს” ეწვევიან, “ვესტ ჰემი” კი “ბორნმუთს” მიიღებს.
“ლივერპული”: ალისონი; რობერტსონი, ვან დეიკი, გომესი, ალექსანდერ-არნოლდი; მილნერი (დანიელ სტარიჯი 88′), ვეინალდუმი, ნაბი კეიტა; სადიო მანე (შაქირი 82′), ფირმინო (ჰენდერსონი 69′), მოჰამედ სალაჰი
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ვესტ ჰემი : ფაბიანსკი, ფრედერიკსი, ბალბუენა, ოგბონა, მასუაკუ; ნოუბლი, რაისი (სნოდგრასი 47′), უილშირი; ანტონიო, არნაუტოვიჩი (იარმოლენკო 67′), ანდერსონი (ჩიჩარიტო 62′)
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: მოჰამედ სალაჰი 19′, სადიო მანე 45′ 53′, დანიელ სტარიჯი 88′