“ლივერპულმა” “რომა” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 25, 2018

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და “რომას” შორის “ენფილდზე” პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მერსისაიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

ინგლისელებმა სათამაშო უპირატესობა მატჩის პირველი ნახევრის შუაწელს მოიპოვეს და ეს გოლშიც ასახეს. 36-ე წუთზე ედინ ჯეკომ მოედნის შუაგულში ბურთი დაკარგა და “წითლებს” სწრაფი კონტიერიშის წარმართვის საშუალება მისცა, რაშიც იურგენ კლოპის გუნდს ბადალი არ ჰყავს. რობერტო ფირმინომ ბურთი მოჰამედ სალაჰს გადააწოდა, ეს უკანასკნელი საჯარიმოში შევიდა და მეკარისგან მარჯვენა ცხრიანში გაისროლა – 1:0. ეგვიპტელმა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი პატივისცემის ნიშნად არ აღნიშნა, თუმცა პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთზე “რომას” მეორე ბურთიც გაუტანა. შეტევა ამჯერადაც ფირმინომ წამოიწყო, რომელმაც სალაჰი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა და ეგვიპტელმაც კარიდან გამოსულ კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო – 2:0. სალაჰმა გოლი არც ამჯერად აღნიშნა.

მეორე ტაიმში “ლივერპულმა” კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა და 13-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს სამი ბურთი გაუტანა: 56-ე წუთზე სადიო მანემ გამოიჩინა თავი, 61-ე და 69-ე წუთებზე კი ფირმინომ გაიტანა და “ენფილდროუდელებს” სერიოზული უპირატესობა მოუპოვა. ამით თითქოს ორმატჩიანი დაპირისპირების ბედიც გადაწყდა, თუმცა “წითლები” მოდუნდნენ, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც: 81-ე წუთზე ედინ ჯეკომ ერთი ბურთი გაქვითა, 85-ე წუთზე კი საკუთარ საჯარიმო მოედანზე მყოფ ჯეიმს მილნერს ბურთი ხელზე მოხვდა და ინგლისელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც დიეგო პეროტიმ გამოიყენა და სხვაობა სამ ბურთამდე შეამცირა – 5:2.

წყვილის საპასუხო მატჩი “სტადიო ოლიმპიკოზე”, 2 მაისს ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (I მატჩი)
“ლივერპული” — “რომა” 5:2 (2:0)
გოლები: სალაჰი 36′, 45+1′, მანე 56′, ფირმინო 61′, 69′ — ჯეკო 81′, პეროტი 85′ (პენ).

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რუმინულმა გუნდმა ზედიზედ სამი პენალტი ვერ გამოიყენა (ვიდეო)

11 ივლისს, რუმინეთის ლიგა 2-ში “პეტროლულმა” საკუთარ მოედანზე “რაპიდი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. ეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო კონტეს შკრინიარი არ სჭირდება

მილანის “ინტერმა” შესაძლოა, ამ ზაფხულს მილან შკრინიარი ტრანსფერზე დააყენოს. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, 25 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მიულოცა უეფამ ლევან კობიაშვილს დაბადების დღე (ვიდეო)

10 ივლისს, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი 43 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას სათავო ოფისში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება მატეია კეჟმანი ამჟამად (ფოტო)

ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ მატეია კეჟმანი, რომელიც სხვადასხვა დროს “პსვ ეინდჰოვენში”, “ჩელსიში”, “ატლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარკვეულია: სად გაიმართება პლეიოფის დარჩენილი მატჩები?

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა საკმაოდ საინტერესო გადაწყეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩები ნომინალური [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობინ ვან პერსიმ ოქროს ბურთის სამეული დაასახელა

ბოლო 12 წლის განმავლობაში კრიშტიანო რონალდუმ და ლიონელ მესიმ, საერთო ჯამში, 11 ოქროს ბურთი მოიგეს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “არასოდეს მინახავს მისნაირი ფეხბურთელი”

“ნიუკასლთან” საშინაო კედლებში მოგებული მატჩის (5-0) შემდეგ “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, დავიდ სილვას მიმართ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილიკი “ნაპოლის” ტოვებს, თუმცა იტალიაში დარჩება

“ნაპოლის” დირექტორთა საბჭოს წევრი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “იუვენტუსის” სამიზნე, არკადიუშ მილიკი, კლუბთან კონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ლალანა “ლივერპულის” ლეგენდაა, ის გუნდს ტოვებს”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდის ნახევარმცველ ადამ ლალანას შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ სეზონის ბოლოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს სიტყვები იბრაჰიმოვიჩის პენალტის დროს და ზლატანის პასუხი (ფოტო, ვიდეო)

7 ივლისს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაციოს” მცველმა “ლეჩეს” ფეხბურთელს უკბინა (ვიდეო)

7 ივლისს, იტალიის სერია A-ში “ლეჩემ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “სეზონის პირველი დღიდან “მილანში” რომ ვყოფილიყავი, სერია A

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტურინის “იუვენტუსთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, სე...
წაკითხვა