„ლივერპულმა“ სატელევიზიო ტრანსლაციებით 97,5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა
ცნობილი გახდა ის თანხები, რომლებიც ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა მიმდინარე სეზონში სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვის დახმარებით გამოიმუშავეს.
პირველი ადგილი ამ მაჩვენებლით „ლივერპულმა“ დაიკავა, რომელმაც 97,5 მილიონი ფუნტი მიიღო. ინგლისის ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ 96,6 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, მის შემდეგ კი „ჩელსი“ მოდის – არისტოკრატების ბიუჯეტი 94,1 მილიონით შეივსო.
აღსანიშნავია, რომ „ნორვიჩმა“, „ფულჰემმა“ და „კარდიფმა“, რომეებიც შემდეგ სეზონში ჩემპიონშიპში ითამაშებენ, შესაბამისად, 64,5, 63,3 და 62 მილიონი ფუნტი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ჩემპიონმა „მანჩესტერ იუნატედმა“ სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვით 60,8 მილიონი ფუნტი მიიღო.
ალექსანდრე მატევოსოვი